დასახელება:
მუშა ქსელის ექსპლუატაციის სამსახურში
|
მომწოდებელი:
ახალი ქსელები
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მუშის პოზიციაზე ქსელის ექსპლუატაციის სამსახურში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
განაკვეთი: სრული
ხელზე ასაღები: 1700 ლარი
ფუნქცია მოვალეობები:
** სააბონენტო ქსელში ოპტიკური და სატელეფონო კაბელების ჩადება და მონტაჟი;
** სააბონენტო ქსელში საკაბელო-საკანალიზაციო მეურნეობის ექსპლუატაციის სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** სატელეფონო ჭისა და სატელეფონო კანალიზაციის აშენებაში მონაწილეობის მიღება და პროცესის ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება - მუშა.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელები" - ს მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|