დასახელება:
ლიტერატურის მიმართულების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სიტყვის აკადემია
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
"სიტყვის აკადემიის" საკვირაო სკოლა აცხადებს ვაკანსიას ლიტერატურის მიმართულების სპეციალისტის პოზიციაზე.
სიტყვის აკადემია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა მოზარდებისთვის, რომელიც 7-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს სთავაზობს უნიკალურ გამოცდილებას. ჩვენი ახალი პროექტი ემსახურება იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია მათთვის ჯანსაღი ფსიქო-სოციალური ზრდისა და პიროვნული განვითარებისთვის.
ჩვენს შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://wordacademy.ge/
სამუშაოს მდებარეობა:
** Holiday Inn Tbilisi (26 მაისის მოედანი N1);
** Paragraph Freedom Square, a Luxury Collection Hotel Tbilisi (გუდიაშვილის ქ. N2);
** Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze (ი.ჭავჭავაძის გამზირი, N64ა);
სამუშაო განაკვეთი:
** შაბათი/კვირა, ნახევარი განაკვეთი
** შეხვედრების სიხშირე - თვეში რამდენიმე სესია (შეთანხმებით)
** ანაზღაურება - საათობრივი
ფუნქციები:
** ინტერაქციული შეხვედრების ორგანიზება, სადაც მოზარდები ჩაერთვებიან ლიტერატურული ტექსტების, პერსონაჟებისა თუ ავტორების განხილვაში;
** საკითხავი მასალის შერჩევა - მოზარდების ინტერესებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
** შემოქმედებითი და სახალისო დავალებების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარებას, მათ შორის თავისუფალი, არგუმენტირებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარის ფორმირებას;
** ასაკის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება: დისკუსიები, ინტელექტუალური თამაშები, შემოქმედებითი კონკურსები, ჯგუფური პროექტები;
** გუნდური აქტივობების ორგანიზება, მონაწილეთა შორის კომუნიკაციის გაღრმავების მიზნით;
** რეფლექსიის სესიების ჩატარება - მოსწავლეებთან ერთად ნანახის, წაკითხულისა და განცდილის გააზრება, რაც ხელს შეუწყობს პიროვნული და ემოციური განვითარების პროცესს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფილოლოგიის, ფილოსოფიის) მიმართულებით;
** ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება ლიტერატურის, წიგნიერების, განათლების სფეროში;
** ქართული და უცხოური ლიტერატურის სიღრმისეული ცოდნა;
** თანამედროვე მიდგომების ცოდნა, საგანმანათლებლო პროცესში;
** უნარი, წიგნიერების გაკვეთილებით არა მხოლოდ ცოდნა, არამედ სოციალური უნარები განავითაროს მოზარდებში.
** ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა;
** გამართული და ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ქართულ ენაზე);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
რას გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** თავისუფალ და საინტერესო სამუშაო გარემოს, სადაც მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიული ხედვა;
** აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო პროცესების ფორმირებაში;
** მოზარდებთან ღირებულ და შემოქმედებით ურთიერთობებში ჩართულობას;
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: info@wordacademy.ge
Subject-ში მიუთითეთ: ლიტერატურის მიმართულების სპეციალისტი — სიტყვის აკადემიის საკვირაო სკოლა
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2025 წ.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
შენიშვნა: თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება შპს "სიტყვის აკადემიის" მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|