Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659796&print=yes&view=jobs
 
სუ შეფი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ შეფი
მომწოდებელი: Badagoni Hospitality
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის პოზიციაზე.

უშუალო ხელმძღვანელი - შეფ მზარეული
სამუშაო გრაფიკი - სრული

პოზიციის ძირითადი როლი - სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობა ყოველდღიური პროცესების მართვით და გუნდის კოორდინირებული მუშაობით

ძირითადი ფუნქციები

** სამზარეულოს გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, HACCP - ის სტანდარტების შესაბამისად;
** ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; პროცესების ოპტიმიზაციისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვის პროცესში ჩართულობა;
** სამუშაო პროცესების დაგეგმვა, გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
** თანამშრომლებისთვის ცვლების გრაფიკების წინასწარ შედგენა და შეთანხმება;
** თანამშრომლების საჭირო რესურსით/ინვენტარით უზრუნველყოფა მათი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის;
** სამზარეულოს თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, ობიექტური შეფასება, უკუკავშირის დაბრუნება, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** კერძების დადგენილი რეცეპტების, პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობების და სტანდარტების შესაბამისად მომზადების მონიტორინგი;
** შემოსული შეკვეთების მზარეულებს შორის ეფექტური გადანაწილების უზრუნველყოფა;
** კერძების სტუმრამდე მიწოდების მონიტორინგი;
** თანამშრომლების მიერ შეკვეთის მომზადებისას კერძის ხარისხის, რაოდენობის, პრეზენტაბელურობის, ტემპერატურის და სხვა საჭირო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვის მონიტორინგი;
** აქტიური კომუნიკაცია სამზარეულოსა და მომსახურე პერსონალს შორის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად;
** ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა, მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგი და მოგების მაქსიმიზაციის ხელშეწყობა;
** პროდუქციის / მარაგების მონიტორინგი;
** შეკვეთილი პროდუქციის მიღების უზრუნველყოფა ყოველდღიურად; მიღების პროცესში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესაბამისობის დადგენა;
** პროდუქტის ხარისხის და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
** დღის გეგმის შესაბამისად, მოსამზადებელი კერძების წინასწარ განსაზღვრა და საჭირო რაოდენობის მომარაგება;
** გარკვეული პერიოდულობით და საჭიროებისას აღწერების/ინვენტარიზაციის პროცესებში ჩართულობა; ბუღალტერთან და/ან შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შედეგების შედარება/ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა;
** სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
** სტუმრის კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა, მათგან უკუკავშირის მიღება, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ქმედებების ინიციირება; პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** სტუმრების შესაბამისი სტანდარტით მომსახურების მონიტორინგი;
** საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;
** სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის, ჭურჭლის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა;
** მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო პრევენცია;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა;
** მატერიალური და არამატერიალური ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში შეფ მზარეულის ფუნქციების შეთავსება.

კვალიფიკაცია

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის და MS Office-ის ცოდნა;
** HACCP - ის სტანდარტების და საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა.

უნარები

** გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
** რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომლების მხარდაჭერის, მათი განვითარების, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან ადაპტაციის და მართვის უნარი.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: hr@badagonihospitality.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია