Робота для біженців з України
სერვისის თანამშრომელი/დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისის თანამშრომელი/დამლაგებელი
მომწოდებელი: ვერარეზიდენს
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"ვერარეზიდენს" აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომლის (დამლაგებელი) პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა

** სასტუმროში შემომსვლელი სტუმრების დახვედრა შესაბამისი წესით, სასტუმროს მაცხოვრებლებისათვის სათანადო ყურადღების მიქცევა. დეპარტამენტებს შორის სწორი კომუნიკაციის დამყარება.
** სასტუმროს პოზიტიური იმიჯის წარმოდგენა სტუმრებსა და თანამშრომლებთან.

სტუმრებზე ზრუნვა:

** მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება სტუმრებისათვის, შესაბამისი სტანდარტების დაცვით
** სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და შესაბამის კომენტარებზე დაყრდნობით საჭირო ნაბიჯების გადადგმა
** მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება და მათ განვითარებაზე ზრუნვა
** სწორი, გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და სასტუმროს დანარჩენ დეპარტამენტებს შორის

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** დაასუფთაოს და დაალაგოს სასტუმროს ოთახები, დერეფნები, ლიფტები, ლობი, საერთო ადგილები, ბიზნეს ცენტრი და რესტორანი, ფანჯრები და ვიტრაჟები, აივნები
** შეცვალოს თეთრეული და პირსახოცები და შეცვალოს აბაზანის საშუალებები
** გაუწიოს სტუმრებს სამრეცხაო მომსახურება
** ითანამშრომლოს სასტუმროს მეურნეობის გუნდთან ყოველდღიური დასუფთავებისა და სამუშაო განრიგის შესასრულებლად
** შეატყობინეთ ნებისმიერ პრობლემას, რომელიც საჭიროებს შეკეთებას
** შეასრულოს შიდაგანაწესის ინსტრუქცია
** მოამარაგოს დალაგებისთვის საჭირო ტექნიკა, საწმენდი საშუალებები და ნაგვის პარკები
** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა
** შეაგროვოს და დროულად ჩააბაროს რეცხვაში პირსახოცები და თეთრეული, ასევე უზრუნველყოს მათი მიღება და შემოწმება.
** დაიცვას სასტუმროს უნიფორმის დრესკოდი
** მზად იყოს სამუშაოდ ცვლაში. არდადეგებზე და შაბათ-კვირის დღეებში

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: info@veraresidence.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე