Робота для біженців з України
სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლის 1 ვაკანტურ პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, შუამთის ქუჩა №21.
სამუშაო გრაფიკი: 10 სთ/კვირაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული უნდა ჰქონდეს საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა იყოს 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებული პირი;
** უნდა იყოს 2015 წლამდე მოქმედი მასწავლებელი;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
** კონკურსის შედეგების განსაზღვრა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითებულ ვადებში უნდა გააკეთონ განაცხადი https://teacherjobs.ge/ პლატფორმის მეშვეობით და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:

** პირადობის მოწმობა;
** რეზიუმე (გთხოვთ, შეავსოთ სამუშაო გამოცდილების გვერდი, ამასთან, სრულყოფილად შევსებული cv გამოგვიგზავნოთ სკოლის მეილზე: hr@gast.edu.ge);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** დამატებით, სერტიფიკატი/სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის პირს აქვს მასწავლებლობის უფლება (მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი). აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებზე;
** სამოტივაციო წერილი.

კანდიდატის შერჩევის წესი:

კანდიდატს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი სპეციალური საკონკურსო კომისია.

მასწავლებელი არ შეიძლება იყოს:

** პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
** პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
** პირი, რომელიც ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებებს.

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს სკოლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gast.edu.ge, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფრანგული ენის მასწავლებელი).

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 1 წელი, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში დავის დასრულებამდე. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე