Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659722&print=yes&view=jobs
 
უნივერსალური მოლარე - ლაგოდეხი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ლაგოდეხი (მისამართი)
ფილიალი: ლაგოდეხის ფილიალი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება სასესხო, გზავნილების და კონვერტაციის ოპერაციების განხორციელებისას;
** სესხის გაცემა-დაფარვის წარმოება და აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** ძვირფასი ლითონების შეფასება;

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ძვირფასი ლითონების შეფასების ცოდნა და გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** ძირითადი კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ფლობა;

უნარ-ჩვევები:

** კლიენტთა მომსახურების სათანადო უნარ-ჩვევები;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის მოთხოვნები თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ, 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია