Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659717&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ჩვენი მიზანია:

** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის საცხოვრებელსა და/ან ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრო და მექანიკური სისტემის შემოწმება, შეკეთება და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** სისტემის გაუმართაობაზე დროული რეაგირება და აუცილებელი ზომების მიღება;
** საინჟინრო დანადგარებისა და სასტუმროს აღჭურვილობის მონიტორინგი და მოვლა, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საქვაბე, ვენტილაცია, წყალ მომარაგება, სამრეცხაო, სამზარეულო;
** მიმდინარე და გეგმიური სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და აღწერა, შესაბამისი მასალების და კოდების გამოყენებით;
** ტექნიკური მომსახურების, აგრეგატებისა და აღჭურვილობის შემოწმების ჩანაწერების წარმოება, ჩანაწერების თვალყურის დევნება შემდგომი ტექნიკური მომსახურების დაგეგმვისთვის;
** სასტუმროს ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო აუცილებელი მასალების დასაწყობება, მარაგების კონტროლი;
** სარემონტო საინჟინრო სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების ზომების დაცვა;
** საინჟინრო გუნდის გადამზადება, ცოდნის გაზიარება, კვალიფიკაციის ამაღლება; თანამშრომლების სამუშაო განრიგის შედგენა;
** სერვისულ მომსახურებაზე არსებული კომპანიებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა;
** ტექნიკური თუ სერვისული მომსახურების ხარჯების კონტროლი, დანახარჯების ოპტიმიზაცია;
** სანიტარული წესების დაცვა და დისციპლინის უზრუნველყოფა დეპარტამენტში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ან პროფესიული სერტიფიკატი ამავე სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საინჟინრო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** სასურველია სასტუმროს ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებისა და მომსახურების სტანდარტების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ტექნიკური მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია