Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659707&print=yes&view=jobs
 
გათბობა-გაგრილების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გათბობა-გაგრილების ინჟინერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას გათბობა-გაგრილების ინჟინრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის ქ. 27ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

"ანაქსი" უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** საუკეთესო სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

** საინჟინრო უცხო ქვეყნისა თუ ადგილობრივ პროექტებზე მუშაობა თანამედროვე/უახლესი გრაფიკული დიზაინის პროგრამებში გამოცდილ და ძლიერ გუნდთან ერთად
** გათბობა-გაგრილების სისტემების პროექტირება Autocad-ში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 2 წელი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglakelidze@anax.ge; სათაურის ველში ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია