დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
York Towers
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
"იორკ თაუერსი" არის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია საქართველოში. ის დაარსდა 2016 წელს და მალევე შეძლო საერთაშორისო ნდობის მოპოვება სამშენებლო სექტორში. კომპანიამ წარმატებით დაასრულა 20 უძრავი ქონების პროექტი და ამჟამად ახორციელებს 6 აქტიურ პროექტს.
კომპანია "იორკ თაუერსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშ-პარ)
დასვენების დღეები: შაბათი, კვირა
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შეგროვება, დამუშავება და აღრიცხვა;
** ბანკის ამონაწერების დამუშავება და აღრიცხვა;
** ოპერაციების ფინანსურ და საგადასახადო შეფასებაში მონაწილეობის მიღება;
** საბუღალტრო პროგრამებთან და Excel-თან მუშაობა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა მთავარი ბუღალტრის ზედამხედველობით;
** ანგარიშგებებისა და შიდა ფინანსური რეპორტების მომზადებაში მხარდაჭერა;
** სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება მთავარი ბუღალტრის მითითებით, კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა (ბაზისური ან საშუალო დონე);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საბუღალტრო (Balance, 1C, ERP) და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა — B2 დონე;
უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და ბენეფიტების პაკეტებს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@yorktowers.com
რეზიუმეს (CV) გაგზავნით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისთვის: თქვენი განაცხადის შეფასება, აღნიშნულ პოზიციაზე თქვენი შესაბამისობის განსაზღვრა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის მართვა. ეს მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ უფლებამოსილი პირებისთვის. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ასევე გააუქმოთ თქვენი თანხმობა - რაც არ იმოქმედებს თანხმობის გაუქმებამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.
|
|
|
|