დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს საოპერაციო მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო დაწესებულებაში არსებული მარაგების აღრიცხვისა და განაწილების კონტროლი;
** აქტივების რაციონალური მართვა და მონიტორინგი;
** საოპერაციო ბიუჯეტის ოპტიმალური მართვა;
** სამშენებლო/ სარემონტო სამუშაოების პროცესისა და სამედიცინო პროექტების მართვა (დაგეგმვა, კოორდინირება, ზედამხედველობა, შესრულების ვადების კონტროლი), ტექნიკური უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო აპარატურით და სხვა ძირითადი თუ სახარჯი ინვენტარით უზრუნველყოფა;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და მონიტორინგი;
** სამედიცინო დაწესებულების არქივის კოორდინაცია, ცენტრალურ არქივში დოკუმენტაციის განთავსების უზრუნველყოფა შესაბამისი პერიოდულობით და პროცესის მონიტორინგი;
** ჰოსპიტალში უსაფრთხოების (რადიაციული, გარემოს და ფიზიკური) ზომების გატარების მიზნით პოლიტიკების შექმნა, დანერგვა და პროცესების მონიტორინგი;
** საოპერაციო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ხარჯთეფექტურობის ზრდა, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და დანერგვა;
** კრიზისული სიტუაციების მართვა, მოსალოდნელი გართულებებისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება, შესაბამისი კომუნიკაცია და აღმოფხვრა;
** დასუფთავების სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი/მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პრიორიტეტულია უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია შესაბამისი მიმართულებით მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტად აზროვნების უნარი;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 სექტემბერი, 2025
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საოპერაციო მენეჯერი"
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
|
|
|
|