დასახელება:
გაყიდვებისა და ადმინისტრაციული ასისტენტი
|
მომწოდებელი:
პრემიერ გრუპ
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
კომპანია "პრემიერ გრუპი" 16 წელზე მეტ ისტორიას ითვლის, ხოლო საქართველოში 2025 წლის მარტიდან გაიხსნა წარმომადგენლობა.
ყველანაირი გამოწვევებს აქამდე კომპანიის დირექტორი უმკლავდებოდა, თუმცა ახლა ეძებს მის "მარჯვენა ხელს" "დადებით ადამიანს"
პოზიტიურ მხარდაჭერას, რათა კომპანია უფრო განვითარდეს და მეტ წარმატებას მიაღწიოს.
გლობალური სადისტრიბუციო კომპანია, 20 მდე ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში, პრემიუმ კლასის ავეჯი კლინიკებისათვის,
ესთეტიკური ცენტრებისათვის, სახისა და სხეულის გამაახალგაზრდავებელი და სარეაბილიტაციო დანადგარები, საინტერესო ინოვაციური მეთოდები, როგორც ესთეტიკური მედიცინისათვის, ასევე "ანტი ეიჯინგისათვის" რეაბილიტაციისათვის, სილამაზის სალონებისათვის და სასტუმროებისა და დასასვენებელი კომპლექსებისათვის.
გაყიდვებისა და ადმინისტრაციული ასისტენტობის კანდიდატი, უნდა იყოს მონდომებული, პუნქტუალური, პასუხისმგებლობიანი, პოზიტიური ადამიანი, განვითარებაზე ორიენტირებული, რათა კომპანიასთან ერთად გაიზარდოს მისი შესაძლებლობები.
ლოკაცია: თბილისი, ნინოშვილის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 5 სამუშაო და 2 დასვენება (გამონაკლისებით, სპეციფიკიდან გამომდინარე)
დაინტერესებულ კანდიდატებს, შეუძლიათ თვალი გადაავლონ კომპანიის ინსტაგრამ გვერდს: premiergroupgeorgia
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ზოგადი სამუშაო სპეციფიკის შესწავლა
** სიახლეების ათვისება და მათი დამუშავება/კომპანიის დირექტორთან ერთად
** ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება/საჭიროებისამებრ
** დირექტორის დავალებების შესრულება (ადმინისტრაციული და გაყიდვების მიმართულებით)
** კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციური პარტნიორებისათვის
** კომპანიის პროდუქციის გაპიარება, ინფორმაციის მიწოდება
** კომპანიის დირექტორთან წინასწარ გეგმების გავლა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** გაცნობით შეხვედრებზე წასვლა, კომპანიის მარკეტინგული მასალების მიწოდება
** კომპანიის დირექტორის საჭიროებებისამებრ დავალებების შესრულება, საქმეებში ჩართულობა, წინასწარ დაგეგმილი,
გაწერილი დავალებების მიხედვით
** გაყიდვების ოპტიმიზაცია, კომპანიის სტრატეგიის მიხედვით
** შეხვედრების დაგეგმვა
** დღის განრიგის მომზადება
** ინიციატივების გამოხატვა და მათი გავლა კომპანიის დირექტორთან
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით 31 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: georgia@premiergroup.am.
გისურვებთ წარმატებებს.
|
|
|
|