დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომელიც უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს ქ.თბილისსა და ქ. ქუთაისში, ეძებს კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და დეტალებზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები 10:00-18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი (შეთანხმებით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და კლიენტებთან პროფესიული ურთიერთობა
** არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, დაინტერესებული პირების რეალურ მყიდველებად გარდაქმნა
** შეხვედრების დაგეგმვა, კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროექტებზე, ბინების მდგომარეობაზე, ფასებზე და გადახდის პირობებზე
** CRM სისტემაში ინფორმაციის სწორად შეყვანა და განახლება
** სხვადასხვა განყოფილებებთან (იურიდიული, ფინანსური, მშენებლობა) კოორდინაცია გაყიდვების პროცესთან დაკავშირებით
** კლიენტების უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი გაუმჯობესების ინიციატივების გაზიარება
** კომპანიის მენეჯმენტისთვის გაყიდვების ყოველდღიური და პერიოდული ანგარიშების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგს მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი და წერილობითი), ორგანიზებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა. ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
რას გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** კომფორტული და მეგობრულ სამუშაო გარემო
** პროფესიულ კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
** კონკურენტული ანაზღაურება და ზრდის პერსპექტივა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: area.development.kutaisi@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|