Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659512&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მონიტორინგის სპეციალისტი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "Campa" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** KA არხში მითითებულ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებთან კომუნიკაცია და ხარვეზების იდენტიფიცირება;
** KA არხში ვიზიტების განხორციელება და კონკრეტულ ობიექტებზე პლანოგრამების დაცვის უზრუნველყოფა, შეამოწმოს ოპტიმალური ნაშთები და პრობლემის არსებობის შემთხვევაში მყისიერად მიაწოდოს ხელმძღვანელს ინფორმაცია;
** პარტნიორთან კოორდინირებულად მუშაობა და მოცემული დავალების მართვა;
** არსებულ ქსელებთან ხელშეკრულების მიხედვით გაწერილი პირობების კონტროლი და დაცვა;
** კონკრეტულ სამოქმედო ტერიტორიაზე KA არხში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება;
** ფასების კონტროლი;
** ქსელის მონიტორინგი;
** ყოველკვირეული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება ან მომიჯნავე მიმართულებით (მერჩენდაიზერი, ქსელის განვითარების თანამშრომელი);
** საკუთარი ავტომობილის ქონა (B კატეგორიის მართვის მოწმობა).

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge.
სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია