დასახელება:
წარმოების დანადგარის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
კამპა
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "Campa" აცხადებს ვაკანსიას წარმოების დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დანადგარის სრულყოფილად ცოდნა;
** დანადგარზე გეგმური და მოვლა შენახვისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარება გეგმა გრაფიკის მიხედვით;
** დანადგარის შეკეთება კორექტირება უფლებამოსილების ფარგლებში;
** დანადგარის სისუფთავის-გაწმენდის უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ;
** საკუთარი სამუშაო სივრცის მოწესრიგება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** დანადგარის მიერ გამოშვებული პროდუქციის ვიზუალური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
** დადგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მუშაობა და მათი შევსება.
** წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
** წარმოების დროს სისტემატური შემოწმება ნედლეულის ხარისხისა და მზა პროდუქციის;
** სერტიფიკატების და ხარისხის კონტროლის რეკომენდაციების შესრულება;
** საწარმოს მენეჯმენტისთვის რეპორტინგის წარმოება;
** რისკების შეფასება და მენეჯმენტისთვის დროულად ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფილერთან და პასტერიზატორთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge.
სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|