Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659509&print=yes&view=jobs
 
წარმოების ცვლის უფროსი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ცვლის უფროსი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია "Campa" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: საგურამო
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 საათი, კვირაში 5 დღე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების პროცესის ზედამხედველობა;
** წარმოების პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა;
** არსებული გეგმის მიხედვით პროდუქტის წარმოების ორგანიზება;
** საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება;
** ცვლების გადაბარების პროცესის მონიტორინგი;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის მონიტორინგი;
** წარმოების მიმდინარე პროცესის დროს ხარვეზების გამოვლენა, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და შესაბამისი რეაგირება;
** სმენის/ცვლის განმავლობაში წარმოებული პროდუქტის, გახარჯული ნედლეულის და სხვა განხორციელებული სამუშაოების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალებში;
** წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** წარმოებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@campa.ge.
სათაურის ("subject") ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კამპა"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია