დასახელება:
მიმღები/რესეფშენი
|
მომწოდებელი:
Vestel
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
შპს "მატექს ჯორჯია", "Vestel"-ის ბრენდის საოჯახო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი,
აცხადებს ვაკანსიას მიმღების/რესეფშენის პოზიციაზე სათავო ოფისში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 156, "ვესტელის" სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
სტაჟირება: 2 დღე (არაანაზღაურებადი)
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის 2 თვის განმავლობაში);
2 თვის შემდეგ - 1100 ლარი (ხელზე ასაღები), რომელშიც გათვალისწინებულია 2% საპენსიო ფონდში გადასარიცხი თანხა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების მიხედვით გადამისამართება;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა და გადამისამართება;
** სტუმრების მიღება და შეხვედრების ორგანიზება;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ტაქსის გამოძახება, ბილეთებისა და სასტუმროების ჯავშნები და სხვა);
** სამეურნეო შეკვეთების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** სასურველია თურქული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
ბენეფიტები:
** გუნდური სამუშაო გარემო;
** "Vestel"-ისა და "Manamo"-ს პროდუქციაზე სპეციალური ფასდაკლებები თანამშრომლებისთვის;
თურქული ენის კურსების დაფინანსება;
** მუდმივი ხელშეწყობა კარიერული და პიროვნული განვითარებისთვის.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@mateks.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრებისას შემოწმდება კანდიდატის უცხო ენების ცოდნის დონე.
|
|
|
|