Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659495&print=yes&view=jobs
 
HVAC & Plumbing საიტ ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC & Plumbing საიტ ინჟინერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას HVAC & Plumbing საიტ ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

სამუშაოს მიზანი: საიტ ინჟინრის ფუნქცია-მოვალეობა მოიცავს HVAC და Plumbing მიმართულებით საინსტალაციო სამუშაოების კონტროლს ობიექტზე და შემდგომში ხარისხის კუთხით პერიოდულ რევიზიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საინჟინრო გუნდთან და საიტ მენეჯერთან საბოლოო პროექტის ნახაზების განხილვა;
** სამონტაჟო ჯგუფებთან და საიტ მენეჯერთან პროექტის ნახაზების განხილვა და სამონტაჟო დეტალების დაზუსტება;
** სამონტაჟო სამუშაოების დეტალების დაზუსტების შემდეგ გეგმა-გრაფიკის შედგენა;
** პერიოდულობით ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** პროექტის მენეჯერის მოთხოვნის შემთხვევაში, სამონტაჟო ჯგუფებზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე სამუშაოების შესრულებაზე დასტური;
** პროექტის მიმდინარეობისას საინსტალაციო კუთხით წარმოქმნილ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება, საჭიროების შემთხვევაში საინჟინრო გუნდთან შეთანხმება;
** საიტზე, ინსტალაციის კუთხით ნებისმიერი სახის ცვლილებების კონტროლი და საინჟინრო გუნდთან კოორდინაცია;
** საპროექტოს მხრიდან, მოთხოვნის შესაბამისად, სამუშაო მასალების მიწოდება As-Built ნახაზების სრულყოფილად დამუშავებისთვის;
** ქვეკონტრაქტორის შესრულებული სამუშაოს გადამოწმება პროექტთან ტექნიკური შესაბამისობის გათვალისწინებით;
** საქმიდან გამომდინარე ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებასთან.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** შესაბამისი სერტიფიკატების წარდგენა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

კომპეტენციები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული;
** მოტივირებული.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass.

დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 20 სექტემბრის ჩათვლით. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1102/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია