დასახელება:
დასუფთავების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Brosse Garden
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
"სასტუმრო Brosse Garden" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების მენეჯერის პოზიციაზე.
თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
** შენობის დასუფთავება კორპორაციული სტანდარტების დაცვით;
** პერსონალის ტრენინგების ორგანიზება, თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და დრესკოდის შესაბამისად ჩაცმულობის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯმენტისთვის განახლებული ანგარიშების წარმოება (თეთრეულის მარაგის, ოთახის პროდუქტების, საწმენდი საშუალებების, თანამშრომლების განრიგის და ა.შ.
** სტუმრებისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების, საწმენდი საშუალებების, თეთრეულისა და ა.შ კონტროლი.
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
** ტრენინგის და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და დინამიკური გარემო;
** კვება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე info@brossegarden.ge.
მისამართი: მარი ბროსეს ქუჩა 6/8 (ოპერის უკან). გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|