დასახელება:
მტვირთავი/საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
|
"სატრანსპორტო კომპანია KTL" - "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავი/საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე, რომელსაც აუცილებლად უნდა შეეძლოს სასაწყობო ავტოდამტვირთველის (როგორც გაზზე მომუშავე, ისე ელექტრო ენერგიაზე მომუშავე) სრულფასოვანი მოხმარება.
სამუშაო ადგილი: ლილო, ი. იუმაშევის 14, თბილისი.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო საათები: 09:30-18:00
ყოველთვიური ანაზღაურება: 1, 300 ლარი (ხელზე ასაღები).
3 თვიანი საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ, გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება, ხელფასის მომატების პერსპექტივით. ასევე დაემატება ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა და კორპორაციული ტელეფონის ნომერი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფიზიკურად და ავტოდამტვირთველის მეშვეობით ტვირთის დატვირთვა/ჩამოტვირთვა და განსაზღვრულ ადგილას დასაწყობება
** პროდუქციის დაპალეტება
** ყუთების დათვლა, აწყობა, დაშლა
** ავტოდამტვირთველის ტექნიკური გამართულობის კონტროლი
** მუშაობის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა
** მენეჯერისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
აუცილებელი მოთხოვნები: ავტოდამტვირთველის მართვის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@ktl-georgia.com
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 76 86 82
ნუ დაელოდებით განცხადების ამოწურვის ვადას, გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.
|
|
|
|