Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659462&print=yes&view=jobs
 
რეპორტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური ანგარიშგების სიზუსტისთვის პროგრამაში ასახული მონაცემების დამუშავება და მათი სიზუსტის გადამოწმება;
** საბანკო ტრანზაქციების კონტროლი - პროგრამული შედარება;
** მონაცემების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** გაყიდვებისა და შესყიდვების მაჩვენებლების კონტროლი;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა საბონუსე სისტემაში ჩართულობა, მონაცემების დამუშავება;
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancyhr515@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (რეპორტინგის სპეციალისტი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია