Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659443&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ტერამეტრიკი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ტერამეტრიკი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისი, ნადიკვარის III ქუჩა, N34.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი მზარდი პერსპექტივით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტებისთვის მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** შესაძლო დამკვეთებთან შეხვედრის ორგანიზება;
** სოციალურ ქსელებში კომენტარებსა და შეტყობინებებზე კომპეტენტური პასუხის გაცემა;
** სხვა უფლება-მოვალეობები, უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე აუცილებლად ფოტო სურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: info.terrametric@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტის Subject- ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია