Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტექსტილის მაღაზია ვაჟაზე
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
ბრენდული ტექსტილის მაღაზია აცხადებს ვაკანსიებს მოლარე-კონსულტანტის და გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე.

საქმიანობა: საოჯახო ტექსტილის რეალიზაცია;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი

ფუნქცია-მოვალეობები:

1. მოლარე კონსულტანტი:

** საცალო გაყიდვები, შეკვეთების მიღება;
** ონლაინ შეკვეთების წარმოება;
** პროდუქტის მაღაზიაში განთავსება შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** საოფისე პროგრამებთან და სალარო აპარატთან მუშაობის ელემენტარული გამოცდილება.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1300 ლარიდან + პრემია შედეგის მიხედვით, საშუალოდ 1500-1700 ლარი

2. გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების წარმოება, შეკვეთების მიღება

მოთხოვნები:   

** გამოცდილება გაყიდვების წარმოებაში;
** საოფისე პროგრამების და სალარო ოპერაციების ცოდნა (ტესტირება ექსელში); 
** FMG პროგრამასთან მუშაობის ელემენტარული ცოდნა;
** ონლაინ გაყიდვების წარმოება;

ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარიდან + პრემია შედეგის და სტატუსის მიხედვით, საშუალოდ 1800-2200 ლარი

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 1-დან 2 კვირამდე არაანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება.

სამუშაო გრაფიკი:

** 10-30-დან 20-00-მდე ზაფხულში და 11-00-დან 19-30-მდე ზამთარში;
** 2 დასვენების დღე.

ჩვენ გთავაზობთ:

** მშვიდ, სასიამოვნო, სწავლაზე და პროგრესზე ორიენტირებულ გარემოს მინიმალური დატვირთვით;
** მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
** ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში.

გთხოვთ, CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ფოსტაზე: vacancy@pm.ge და საბჯექტში მიუთითოთ პოზიცია.

ან მოგვწეროთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომერზე:

Viber/WhatsApp: +995 595 516599

კომუნიკაცია, კითხვები და გასაუბრების მომზადება მხოლოდ მიმოწერით Viber/WhatsApp-ში . მიმოწერა ატარებს გასაუბრების მომზადების ფუნქციას. ზარებზე პასუხი არ გაიცემა.

CV-ის ფოსტაზე vacancy@pm.ge ან ვათცაპში გამოგზავნის გარეშე ვაკანსია არ განიხილება.

ვეთანხმები, რომ ჩემი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.თქვენი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის.კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი)თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გაქვთ განაცხადი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე