დასახელება:
სერვისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Badagoni Hospitality
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის თანამდებობაზე.
უშუალო ხელმძღვანელი - მმართველი მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - სტუმრების მასპინძლობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; სივრცის გამართულობა.
ძირითადი ფუნქციები:
** სამუშაო პროცესების წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების და შიდა სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრების მიღების და მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა;
** ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობა და მიზნობრივი ხარჯვა;
** მიზნების, ამოცანების დასახვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
** თანამშრომლების საჭირო რესურსით/ინვენტარით უზრუნველყოფა მათი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, ობიექტური შეფასება, უკუკავშირის დაბრუნება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
** თანამშრომლებისთვის ცვლების გრაფიკების წინასწარ შედგენა და შეთანხმება;
** გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, თანამშრომლების ჩართულობასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** გუნდთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად სამოტივაციო მექანიზმების შემუშავება, მენეჯმენტთან წარდგენა და დანერგვა;
** სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი;
** სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა;
** სივრცის გამართულობის უზრუნველყოფა;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათგან მუდმივი უკუკავშირის მიღება, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. პრობლემური ** შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილი გაუთვალისწინებელი საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება და სამომავლო პრევენცია;
** სალაროს სიზუსტისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ შესაბამისი პროცედურების დაცვაზე.
** თანამშრომლების მხრიდან სალაროსთან მუშაობის მონიტორინგი და ცდომილებების პრევენცია
** საჭიროებისას სტუმრების უშუალოდ მომსახურება;
** სამუშაო ინვენტარის და დანადგარების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, თანამშრომლების ტრენინგი ინვენტარის და დანადგარების გამოყენების წესების მიზნით. აღნიშნული წესების დაცვის მონიტორინგი
** სატელეფონო ზარების და მიღებული კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება;
** ჯავშნების მონიტორინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა
** პროდუქციის და მარაგების მონიტორინგი, საჭიროებისას სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაცია, შეკვეთების გაკეთება და მიღების უზრუნველყოფა;
** გარკვეული პერიოდულობით (მაგ. ყოველი თვის ბოლოს) და საჭიროებისას აღწერების წარმოების მონიტორინგი;
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობა და სერვისის მაღალი ხარისხით მიწოდების მიზნით შესაბამისი განხილვების ინიცირება
** სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტერიტორიის მუდმივად სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** მატერიალური და არამატერიული ქონების გაფრთხილება და დაცვა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
კვალიფიკაცია:
** სერვის მენეჯერის ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სტუმარ მასპინძლობის სფეროში;
** MS Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენების ცოდნა;
** მომსახურების პრინციპების ცოდნა
უნარები:
** გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
** რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** ამოცანების დასახვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.
** ცვლილებებთან ადაპტაციის და მართვის უნარი
შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: Hr@badagonishospotality.com.
|
|
|
|