დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
Badagoni Hospitality
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის თანამდებობაზე.
უშუალო ხელმძღვანელი - სერვის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - სრული
პოზიციის ძირითადი როლი - ტერიტორიის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
ძირითადი ფუნქციები:
** ტერიტორიის სისუფთავეზე ზრუნვა;
** საჭირო საყოფაცხოვრებო საშუალებების მომარაგება;
** სივრცის და სველი წერტილების ყოველდღიური დასუფთავება (საჭიროებისამებრ დღის მანძილზე რამდენჯერმე);
** სველი წერტილების საჭირო ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო რესურსით მუდმივი მომარაგება;
** დასუფთავების დროს აღმოჩენილი ნივთების ხელმძღვანელისთვის გადაცემა;
** უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება ყველა იმ ფაქტის შესახებ, რომელიც აფერხებს სამუშაო პროცესებს;
** უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება, მიბარებული ინვენტარის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში;
** საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
** შრომის უსაფრთხოებისა, ჰიგიენის სტანდარტების, შიდა ნორმატიული ინსტრუქციების, კომპანიის შიდა წესების დაცვა.
კვალიფიკაცია:
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
უნარები:
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი
შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: Hr@badagonishospotality.com.
|
|
|
|