დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
მომწოდებელი:
ბი-ემ-ესი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
http://www.bms.ge
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00სთ.
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული მიზნების გათვალისწინებით მარკეტინგული მასალებისთვის დიზაინის კონცეფციის შემუშავება
** ფლაერების, პოსტერების, ბანერების, სხვა ნებისმიერი მოთხოვნილი დიზაინის მომზადება და საბეჭდი ფაილების შექმნა
** არსებული და ბრენდების მიერ მოწოდებული დიზაინების რედაქტირება და ადაპტირება
** ფოტოების დამუშავება, ილუსტრაციების შექმნა/დამუშავება
** სხვა მასალებისათვის დიზაინის მომზადება საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად
** საბეჭდი მასალების გამზადება, ელექტრონული პრეზენტაციების მომზადება
** ბეჭდური და ციფრული სახის საკომუნიკაციო მასალის ვიზუალის მომზადება სხვადასხვა კამპანიისთვის
** შესაბამისი პლატფორმებისთვის ვიზუალური კომუნიკაციის მასალების მომზადება
** საიმიჯო მასალების მომზადება
** შიდა და გარე PR ღონისძიებებისთვის და სხვა აქტივობებისთვის ვიზუალური მასალის მომზადება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამონტაჟო/გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator და ა.შ.) ცოდნა
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
ტელ: 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|
|
|
|