დასახელება:
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თანამედროვე განათლების აკადემია
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** განახორციელოს აკადემიაში საქმისწარმოების ორგანიზება, უზრუნველყოს: შემოსული წერილებისა და სხვა დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დახარისხება და შენახვა; აკადემიაში შემოსული და გასული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალების წარმოება; მართვის საინფორმაციო სისტემისა და აკადემიის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
** უზრუნველყოს აკადემიის თანამშრომლებთან, სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე, მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან შეუფერხებელი კომუნიკაცია და მათი დროული ინფორმირება;
** მონაწილეობა მიიღოს ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესში და ადმინისტრირება გაუწიოს თანამშრომელთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N37.
კონკურსის ეტაპები:
** შემოსული დოკუმენტაციის გადარჩევა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე, მინიმუმ ერთი რეკომენდატორის მითითებით, გადმოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე - info@cea.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
|
|
|
|