დასახელება:
ტენდერი სახელმძღვანელოების და ვიდეო ლექციების შემუშავებაზე
|
მომწოდებელი:
ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 26 აგვისტო
|
ინფორმაცია პროექტის და პარტნიორების შესახებ:
2024 წლის ივნისში, ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველო (EECG) World Vision საქართველოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით საქართველოში".
პროექტის მიმოხილვა:
პროექტის "მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში" ძირითადი მიზანია საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის წინაპირობების შექმნა, რაც სოფლის მეურნეობის, შენობების და მრეწველობის შერჩეულ დარგებში არსებულ და სამომავლო მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალებას მისცემს დანერგონ მდგრადი, სუფთა ენერგიის ბიზნეს პრაქტიკა. დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილე შემდეგ ბმულზე: https://worldvision.ge/file/get/1389/i-e29NqT3U2wljgaLsEvIw
მომსახურების მიზანი და პირობები:
ამ დავალების მიზანია:
შეირჩეს ვიდეო პროდუქციის მწარმოებელი სერვის პროვაიდერი ერთწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულების გასაფორმებლად სამშენებლო და სამრეწველო სექტორებთან დაკავშირებულ მწვანე პროფესიების კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პროცესის ხელშეწყობის მიზნით შემდეგი ვიდეო პროდუქციის მოსამზადებლად:
** ოთხიდან ექვსამდე ვიდეო სახელმძღვანელოს (გაიდლაინის) მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას შენობებში ენერგოეფექტური ღონისძიებების შესახებ.
** ორი ვიდეო ლექციის მომზადება მწვანე ტექნოლოგიების შესახებ.
ჩარჩო ხელშეკრულება ჩამოაყალიბებს ურთიერთანამშრომლობის ზოგად პრინციპებს, თითოეული ვიდეო პროდუქციის მომზადებისთვის დამოუკიდებლად განისაზღვრება ვიდეო წარმოების ვადები და პირობები ცალკეული ხელშეკრულების საფუძველზე
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
ა. მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელი იქნება დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური ექსპერტებისა და პროექტის გუნდის მიერ შერჩეულ 4-6 თემაზე შენობების ენერგოეფექტურობის კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვიდეო სახელმძღვანელოს დაგეგმვაზე, სცენარის შემუშავებაზე, აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მომზადებასა, მონტაჟსა და მოწოდებაზე.
ვიდეო სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესი:
** ტექნიკურ ექსპერტებთან და პროექტის გუნდთან თანამშრომლობა თემების, სტრუქტურისა და რეჟისურის განსაზღვრის მიზნით.
** თითოეული ვიდეო სახელმძღვანელოსთვის დეტალური სცენარის და ვიზუალის შემუშავება.
** ვიდეო სახელმძღვანელოს ტექნიკური ნაწილის სიზუსტის, და სამიზნე აუდიტორიისთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
გადაღება:
** პროფესიონალური აღჭურვილობის გამოყენებით 4-6 მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო ვიდეოს (თითოეულის სავარაუდო ქრონომეტრაჟი 10-20 წუთი) გადაღება სტუდიაში ან დამკვეთის მიერ შერჩეულ ობიექტზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
** საჭიროების შემთხვევაში, რეალური ვიზუალური მაგალითების ანდა ანიმაციური/ ინფოგრაფიკის გამოყენება.
** პროფესიონალური გახმოვანება ქართულ ენაზე.
პოსტ-პროდაქშენი:
** ვიდეო მასალის რედაქტირება, საჭიროებისამებრ გრაფიკის, სუბტიტრების, დონორის და დამკვეთის ლოგოების დამატება.
** ვიდეოების შექმნა ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში დემონსტრირებისთვის შესაფერის ფორმატებში (MP4, Full HD/4K).
** წინასწარი ვერსიების მიწოდება დამკვეთისთვის კომენტარებისთვის და შემოთავაზებული შესწორებების/ცვლილებების განხორციელება.
ბ) მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელი იქნება დამკვეთის ტექნიკურ ექსპერტთან ერთობლივად შეიმუშაოს სცენარი, მისი დამტკიცების შემდეგ გადაიღოს პროფესიონალური მაღალი გარჩევადობის ვიდეო, მკაფიო აუდიოთი, მიმზიდველი ვიზუალით და საჭიროებისამებრ ანიმაციით/ინფოგრაფიკით, MP4 ფორმატში, ოპტიმიზებული ონლაინ პლატფორმებისთვის და მიაწოდოს დამკვეთს ორი ვიდეო ლექცია (თითოეული 15 წუთის ხანგრძლივობით) შემდეგ თემებზე:
** მწვანე ტექნოლოგიები მშენებლობასა და მრეწველობაში, რომელიც მოიცავს ძირითადი მწვანე ტექნოლოგიების მიმოხილვას (მაგ. ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია, წრიული ეკონომიკის მეთოდები); შენობებსა და სამრეწველო პროცესებში წარმატებული გამოყენების მაგალითები; მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვის სარგებელი (ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური).
** შრომის ბაზრის საჭიროებები მწვანე უნარებზე, რომელიც მოიცავს შესაბამის სექტორებში მწვანე უნარებზე მიმდინარე და სამომავლო მოთხოვნას; ამ სექტორებში დასაქმებულებისთვის (მუშაკებისთვის) ძირითადი კომპეტენციები და სწავლის გზები; მწვანე ინდუსტრიებში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესაძლებლობები.
პროფესიული გამოცდილება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს:
** საგანმანათლებლო ვიდეოებისა და ლექციების დამზადებასა და მონტაჟში დადასტურებული გამოცდილება ბოლო 3 წლის განმავლობაში; სასურველია პროექტის თემატიკის შესაბამისი
** პროფესიონალურ ვიდეო რედაქტირების, მაღალი ხარისხის გახმოვანებისა და ვიზუალური ეფექტების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Adobe Premiere, Camtasia).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
** მოკლე ტექნიკური წინადადება, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ვიდეო სახელმძღვანელოების და ლექციების შექმნისთვის შემოთავაზებული მეთოდოლოგია.
** კომპანიის პორტფოლიო/ წარსულში გადაღებული/შექმნილი სასწავლო ვიდეოების პორტფოლიო ან ნიმუშები.
** შემოთავაზებული ბიუჯეტი თითოეული ვიდეოფილმისა და ლექციის წარმოებისა და მიწოდებისთვის, ასევე თითოეული ვიდეოს შესრულების პერიოდი.
სამუშაო პროცესის ორგანიზება და ანგარიშგება
მომსახურების მიმწოდებელი იმუშავებს პროექტის ტექნიკური ექსპერტის/გუნდის ლიდერის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, ითანამშრომლებს ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ შერჩეულ ტექნიკურ ექსპერტებთან და ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე.
წინადადებების შეფასება და შერჩევა:
** შეფასების კრიტერიუმები
წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ტექნიკური ექსპერტიზა, შესაბამისი გამოცდილება და წარსულში შესრულებული სამუშაოების ხარისხი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი წინადადებები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით, მისამართზე: eecgeo@eecgeo.org
დანიშნულებაში მიუთითეთ: სასწავლო ვიდეო სახელმძღვანელოების და ვიდეო ლექციების შემუშავება
წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 26 აგვისტო
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|