Робота для біженців з України
ბარისტა-მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა-მიმტანი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"კურორტი საირმეს" საცხობების ქსელი "Sairme Bakery" აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-მიმტანის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 6
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში: 9 საათიანი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 net

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება;
** სერვისის სტანდარტების დაცვით ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა;
** მენიუს შეთავაზება, აუცილებლობის შემთხვევაში, დახმარება კერძებისა და სასმელების არჩევაში;
** ყავის, ჩაისა და სხვა უალკოჰოლო სასმელების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი, გამოცდილება და მოტივაცია;
** სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტების ცოდნა და გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ "კურორტი საირმემ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ-მისამართზე: Hr@sairmeresort.ge

"კურორტი საირმე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე