დასახელება:
ვეტერინარი
|
მომწოდებელი:
კვებეკო
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
კომპანია "კვებეკო" აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის პოზიციაზე. კვებეკო-ცხოველთა თანამედროვე კვება მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის კომბინირებულ საკვებს მეფრინველეობაში, როგორც სახორცე ბროილერის, ასევე სოფლის ქათმის მიმართულებით.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი ფერმერებისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ დაბალანსებული, ხარისხიანი მზა საკვები.
ვეტერინარის მოვალეობები:
** ფერმებში საველე ვიზიტები და მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** ფერმის მართვის მეთოდოლოგიის შესწავლა და თანამედროვე გამოზრდის ტექნოლოგიების შესახებ ფერმერების ინფორმირება
** ფერმერებისათვის ვეტერინარული კონსულტაციების გაწევა
** სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა და ფრინველთა კვების პროდუქტების შესახებ მუდმივი სიახლეების გაცნობა/ გაზიარება.
მოთხოვნები:
** ვეტერინარია/ზოოტექნიკოსის მიმართულებით უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების (ინგლისური, რუსული ენის) -B2 დონეზე ცოდნა;
** სფეროს მიმართ ინტერესი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2025 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: info@kvebeco.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -"ვეტერინარის ვაკანსია". შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 595 291004.
|
|
|
|