Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება შიდა აუდიტის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება შიდა აუდიტის მიმართულებით
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შიდა აუდიტის მიმართულებით.

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. "ემბისი" ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. "ემბისი" ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა აუდიტის წლიური გეგმისა და პროგრამის ფარგლებში აუდიტორული შემოწმებების შესრულებაში მონაწილეობა;
** ზედამხედველი ორგანოების მიერ და კომპანიის შიდა რეგულაციებით დადგენილი წესების სრულყოფილი და კორექტული დაცვის ანალიზში/კონტროლში მონაწილეობა;
** კომპანიაში არსებული პროცესების გამართულობის/ეფექტიანობის ანალიზსა და შეფასებაში მონაწილეობა;
** ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის, რისკების შემცირებისთვის და პროცესების გაუმჯობესებისკენ მიმართული რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ სათანადო ფორმის აქტების, ანგარიშების, საექსპერტო დასკვნების მომზადებაში მონაწილეობა;
** გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგში (Follow-up Process) მონაწილეობა;
** სხვა განყოფილებებთან ეფექტური ურთიერთობის კოორდინირება;
** შიდა აუდიტის უფროსის აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (სემინარებზე დასწრება, კომპანიის სიახლეების გაცნობა და ა.შ.)
** ხშირი მივლინებები საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (საბანკო საქმე, ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება);
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები;
** გუნდური მუშაობისა და სწრაფად ათვისების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/bkjDnUDd და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე