Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული შეკვეთების აწყობა;
** შესაბამისი პირობების დაცვით პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპ. რეჟიმი, ტენიანობა, სისუფთავე და ა.შ.);
** საწყობში ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა-კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება სასაწყობო მეურნეობის მიმართულებით;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებისადმი ყურადღება;
** ოპერატიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - საწყობის თანამშრომელი.

კითხვების შემთხვევაში ან აპლიკაციის შესავსებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე -591 12 83 61.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 19 სექტემბერი

გაცნობებთ, რომ "ლაქტალის ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე