დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არომაკო
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
კომპანია "არომაკოს" მისია, შექმნისთანავე იყო, ნებისმიერი ბრენდისთვის იდენტობის შექმნა ინდივიდუალური სურნელის დახმარებით. ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ არომა მარკეტინგით ეთქვა ახალი სიტყვა ბიზნეს ინდუსტრიაში.
კომპანია "არომაკოში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** აქტიურ/დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის გამოყენების შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე (დილის და საღამოს ცვლები- 8 საათიანი სამუშაო განრიგი)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები
ძირითადი უფლება მოვალეობები:
** შემომავალ ზარებზე მომხმარებლის სრული მხარდაჭერა, ზარების მიღება/ უკუკავშირი;
** მომხმარებლის შემომავალ ზარებზე პასუხი და სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიაში არსებული პროდუქტებისა და სიახლეების შესახებ მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სოციალურ ქსელებში დაინტერესებული მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** სოციალურ ქსელებში, კომენტარების მართვა;
** იქომერსის მიმართულებით მომხმარებლის საფორთი;
** შემოსულ ელ-წერილებზე უკუკავშირის დაბრუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქოლ-ცენტრში, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook);
** ინგლისური და რუსულ ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობს უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge; სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი".
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|