Робота для біженців з України
დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: არომაკო
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა მოწინავე კომპანიებს. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

კომპანია "არომაკოს" მისია, შექმნისთანავე იყო, ნებისმიერი ბრენდისთვის იდენტობის შექმნა ინდივიდუალური სურნელის დახმარებით. ბრენდი შეიქმნა იმისთვის, რომ არომა მარკეტინგით ეთქვა ახალი სიტყვა ბიზნეს ინდუსტრიაში.

კომპანია TSUR GROUP-ში შემავალი კომპანიისთვის, კომპანია "არომაკოსთვის" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დისპეტჩერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი უფლება მოვალეობები:

** კომპანიის პოლიტიკის და სერვისის შესაბამისად, შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება კომპანიის ტექნიკურ გუნდთან;
** ტექნიკური ჯგუფის მართვა-მონიტორინგი;
** ტექნიკური ჯგუფისთვის გრაფიკების შექმნა. მათი ყოველდღიური და ყოველთვიური მომსახურების გაწერა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მხარდაჭერის და გაყიდვების გუნდიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ტექნიკური ჯგუფისთვის გადაცემა;
** საწყობთან სწორი ინფორმაციის გადაცემა და მიღება;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

ჩვენი მოთხოვნებია:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე;
** MS Office ცოდნა;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aromaco.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "დისპეჩერი".

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე