დასახელება:
სუსტი დენების ინჟინერი
|
მომწოდებელი:
SekkeiPark
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების ინჟინრის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ფუნქცია მოვალეობები:
** სუსტი დენების სისტემების ცოდნა, ინსტალაცია, პროგრამირება (სახანძრო სიგნალიზაცია, ვიდეო მეთვალყურეობა, პასიური ქსელები, აუდიო შეტყობინების სისტემა, დომოფონი);
** ობიექტზე კონკრეტული გადაწყვეტილების მოფიქრება;
** ინჟინერ-მემონტაჟეების ტექნიკური მხარდაჭერა;
** პროექტის ჭრილში შესყიდვებისა და გაყიდვების მხარდაჭერა;
** ტექნიკური მენტორობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** AutoCAD, Revit MEP ან სხვა პროგრამების ცოდნა/შესწავლის სურვილი;
** გამოცდილება ამ სფეროში მინ 2 წელი;
** ტექნიკური ნახაზების კითხვა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** პრობლემების მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** მუდმივი განვითარების სურვილი;
** დისციპლინირებულობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ავტომობილით ან საწვავით უზრუნველყოფა (სამსახურებრივი გამოყენებისთვის);
** კორპორაციული ნომერი;
** განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული გარემო;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/
|
|
|
|