დასახელება:
სასმელებისა და კვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ეიჩპიემ
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, ჩვენ ვეძებთ კლასტერ სასმელებისა და კვების მენეჯერს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** კვებისა და სასმელების (F&B) დეპარტამენტის გამართული მუშაობა და საოპერაციო მენეჯერის მითითებების შესრულება;
** F&B დეპარტამენტის თანამშრომლების დაქირავება, მათ ტრენინგსა და განვითარებაზე ზრუნვა კომპანიის პოლიტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად;
** F&B დეპარტამენტის ოპერაციების ყველა ასპექტის მართვა, მათ შორის შემოსავლები, საკვების ხარჯები, ბიუჯეტირება, მარაგები, სანიტარული წესების დაცვა და დისციპლინის უზრუნველყოფა დეპარტამენტში;
** შესყიდვის მოთხოვნის დოკუმენტების მომზადება და შესყიდვის/მომარაგების პროცესის კონტროლი;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების (SOP) შექმნა, დანერგვა და მონიტორინგი;
** რესტორნის სერვისის ხარისხისა და სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და პროდუქტის ხარისხის კონტროლი;
** არსებული მატერიალური რესურსების /მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** შეფ-მზარეულთან ერთად მენიუს გადახედვაში მონაწილეობის მიღება, კალკულაციების კონტროლი და პროგრამული უზრუნველყოფა;
** რესტორნის სივრცის კონტროლი;
** სამუშაო პროცესის შედეგების მუდმივი ანალიზი;
** რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** სარესტორნო კონცეფციაზე მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმროს მართვის ან მსგავს სფეროში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
** MS Office-ის და სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კარგი ცოდნა;
** HASP-ის სტანდარტის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კლასტერ სასმელებისა და კვების მენეჯერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|