დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
რძის ლაბორატორია
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
შპს "რძის ლაბორატორია" - რძის ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
მთავარი ბუღალტრის ძირითადი მოვალეობები მოიცავს შემდეგს:
** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** მასალების მოძრაობის კონტროლი
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.
ზემოხსენებული მოვალეობების შესრულებისთვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** წარმოებაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა ბალანსის ცოდნა;
** წარდგენილი ან/და შეეძლოს saras.gov.ge-ზე მესამე კატეგორიის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;
** კომპიუტერული პროგრამებთან, განსაკუთრებით MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება და ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო და სამეწარმეო კანონმდებლობის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
** დროის მართვის, სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ვადებთან და სამუშაოს სტრესთან გამკლავების უნარი.
შერჩევის ეტაპები მოიცავს:
** პირველადი გასაუბრება
** პროფესიული ტესტირება
** გასაუბრება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
** საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და უკუკავშირი
კომპანია თავის მხრივ გთავაზობთ:
** კონკურენტულ საკომპენსაციო პაკეტს
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** მობილური ტელეფონის კორპორატიულ ქსელში ჩართვა
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@redix.ge.
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მთავარი ბუღალტერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება
წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.
დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
|
|
|
|