Робота для біженців з України
ავტომანქანების ქიმწმენდის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომანქანების ქიმწმენდის სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოპ-ოილ მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტომანქანების ქიმწმენდის სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" ფუნქციონირებს იმერეთის ბაზარზე 2022 წლიდან, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საავტომობილო საზეთ-საპოხი საშუალებებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს, ასევე მაღალი ხარისხის ავტო სერვისს.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, შპს "ტოპ-ოილ მოტორსი".
მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N43.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვის ცენტრში შემოსული ავტომობილის რეცხვა;
** სექტორის მენეჯერისთვის ოპერატიული და სრული ინფორმაციის მიწოდება;
** სექტორის მენეჯერისთვის ინფორმაციის მიწოდება სატრანსპორტო საშუალების გარეცხვის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში, გაინტერესებთ საავტომობილო ბიზნესი და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი (CV) შემდეგ მისამართზე: topoilmotors2022@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595571766 / 597985221. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე