Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=659172&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის თანამშრომელი
მომწოდებელი: გაგრა პლუსი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "გაგრა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.

პირობები:

** მისამართი: ქ. თბილისი, ფეიქართა 12
** სამუშაო პოზიციის დასახლება: ლოგისტიკის თანამშრომელი.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 სამუშაო საათი)
** დასვენების დღეები: შაბათი - კვირა.
** ანაზღაურება: მძღოლი ექსპედიტორი - 1200 ლარს + სახელფასო დანამატი წონის თანხა. ექსპედიტორი - 1000 ლარი + სახელფასო დანამატი წონის თანხა.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებში მისაწოდებელი პროდუქციის მანქანაში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა;
** მარშრუტების მიხედვით, სავაჭრო ობიექტებში შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდება, პროდუქციის მითვლა და ჩაბარება სავაჭრო ობიექტის წარმომადგენლისთვის;
** ინვენტარის და სამაცივრე დანადგარების გადაადგილება;
** სალარო აპარატის გამოყენება სამუშაო პროცესში;
** სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოს შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მძღოლ ექსპედიტორის შემთხვევაში მართვის მოწმობის ფლობა;
** მძღოლ ექსპედიტორის შემთხვევაში სატვირთო მიკრო ავტობუსის მართვის გამოცდილება;
** ქალაქის ქუჩებს ცოდნა;
** პუნქტუალობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** ორგანიზაციის შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა (კრიტიკულად მნიშვნელოვანი);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@Gplus.Ge. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში (Subject) .

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია