დასახელება:
სერვისის აღრიცხვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სათადარიგო ნაწილებით ვაჭრობა და ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სერვისის აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: 1300-1700 ₾
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვისში შემოსული სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა, განაცხადების გახსნა და პროგრამაში რეგისტრაცია;
** პროგრამაში რეგისტრირებული განაცხადების მიმოხილვა, სერვისის მენეჯერზე ინფორმაციის მიწოდება;
** სერვისის მიერ ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა, შესაბამის განაცხადებში გატარება;
** ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაოების ჩაბარება და განაცხადებში გატარება;
** რეგიონალურ ქვეკონტრაქტორებთან შესული მანქანების აღრიცხვა, ჩატარებული სამუშაოების შესაბამის განაცხადებში გატარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებთან შეგუების უნარი;
** გუნდურობა
პუნქტუალურობა;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, CV არ განიხილება.
|
|
|
|