დასახელება:
პორტფელის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
კომპანია "გსმ სერვისი" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული;
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ძირითადი საქმიანობის - ავტოსარემონტო სერვისის შესრულებისთვის საჭირო დოკუმენტების წარმოება, მოწესრიგება;
** გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვის უზრუნველყოფა, საჭირო შეთანხმებებისა და ოფიციალური მიმოწერის წარმოება კომპანიის დამკვეთებთან თუ კლიენტებთან;
** წარმოებული დოკუმენტაციის დახარისხება-არქივარიზაცია;
** კომპანიის დამკვეთებთან თუ კლიენტებთან მიღება-ჩაბარებების გაფორმება;
** სერვისის განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაგეგმილი, გაწერილი თუ წინასწარ შეთანხმებული სერვისის გაწევის მიზნით;
** კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@gsmservice.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
|
|
|
|