დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო სეფია
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
თბილისში, შალვა ღამბაშიძის ქ.5, სასტუმრო "სეფიაში" ვეძებთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს, დიასახლისის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს მისაღების და სველი წერტილების დალაგება;
** საუზმის დასრულების შემდეგ, სასაუზმეს სივრცის დასუფთავება;
** სასტუმროში არსებული ოთახების დალაგება, სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** პოზიტიურობა და კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: დილის 09:00-დან საღამოს 18:00-მდე, ან დილის 10:00-დან 19:00-მდე, კვირაში 2 დღე დასვენება.
** ანაზღაურება: 1200 ლარი
** კვებით უზრუნველყოფა
** თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: sales@sephiahotel.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|