დასახელება:
მზარეული
|
მომწოდებელი:
Camp Hotel Pura Vida
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
"Camp Hotel Pura Vida" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე თბილიში.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს ჩვენი პატარა და მყუდრო 10 ნომრიანი სასტუმროსთვის თბილისში.
დაწყება: დაუყოვნებლივ.
ვალდებულებები:
** სტუმრებისთვის საუზმის, სადილის და ვახშმის მომზადება
** სრული პასუხისმგებლობა კვების პროცესზე
** სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება სამზარეულოში და საერთო სივრცეებში
** მომსახურების სტანდარტების დაცვა
** მარაგების შეკვეთა და აღრიცხვა (პროდუქტები, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები და სხვ.)
მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კრეატიულობა და სტუმრებთან მუშაობის სურვილი
** საკვების მომზადების გამოცდილება (რესტორნული ან საოჯახო)
** სუფთა და მოწესრიგებული გარეგნობა
** სისუფთავე და წესრიგი სამზარეულოში
** ქართული ან რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია)
** მისასალმებელია: ინგლისური და გერმანული
ჩვენ გთავაზობთ:
** მშვიდი სამუშაო გარემო ქალაქის ცენტრში, ლამაზ და წყნარ ადგილას
** მეგობრული და მხარდამჭერი კოლექტივი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დატვირთვა)
** საცხოვრებლის შესაძლებლობა სასტუმროში (ოთახი პირადი სველი წერტილით)
** საერთო სამზარეულოს, ტერასისა და აუზის გამოყენება
** ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად გამოცდილების მიხედვით (საწყისი - 1800 ლარი)
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: office@ktm-georgia.com
|
|
|
|