Робота для біженців з України
შოურუმის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: სკამი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
შპს "სკამი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "სკამი" - ქართული ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის წამყვანი კომპანია, აცხადებს კონკურსს შოურუმის კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომელს, რომელიც დაინტერესებულია გრძელვადიანი კარიერული განვითარებით სტაბილურ და მზარდ კომპანიაში.

რას ვთავაზობთ:

** ოპტიმალური სამუშაო განრიგი: 33-35-საათიანი სამუშაო კვირა
** პროფესიული განვითარება: კომპანიის მიერ დაფინანსებული ტრენინგები და სერტიფიცირება
** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სამედიცინო პაკეტი
** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + შეუზღუდავი ბონუსები
** კარიერული ზრდა: რეალური განვითარების შესაძლებლობები კომპანიის შიგნით
** სამუშაო გარემო: თანამედროვე შოურუმი და პროფესიონალური გუნდი. არასტრესული, სასიამოვნო ატმოსფერო.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
** 12:00-19:00 კვირის დღეებში. 12:00-18:00 შაბათი-კვირა (33-35 საათიანი სამუშაო კვირა, ჰიბრიდული რეჟიმი)
** ანაზღაურება: 1, 200-1, 500 ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე) + ბონუსები გეგმის შესრულებაზე (შეუზღუდავი ზედა ზღვარი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცაცხვების 1-ლი შესახვევი, კორპუსი 4

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** შოურუმში მომსვლელი კლიენტების პროფესიონალური კონსულტირება
** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის რეკომენდაცია
** აქტიური გაყიდვების განხორციელება მაღალი სერვისის სტანდარტების დაცვით
** კომპანიის პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა (მასალები, ექსპლუატაციის წესები, წარმოების ტექნოლოგიები)
** შეკვეთების გაფორმება და საწარმოო სისტემაში ზუსტი ინფორმაციის შეტანა
** შეკვეთის დამზადების პროცესის მონიტორინგი და კლიენტთან პროაქტიული კომუნიკაცია
** მზა პროდუქციის ჩაბარების კოორდინაცია და დოკუმენტაციის გაფორმება
** სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაწევა
** შოურუმის ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება
** გაყიდვების ანგარიშგება და CRM სისტემის წარმოება
** შოურუმის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება საცალო გაყიდვებში (სასურველია)
** განვითარებული კომუნიკაციის, გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარები
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
** კომპიუტერული პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (MS Office, CRM სისტემები)
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** მულტიტასკინგის უნარი და დროის ეფექტური მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი)
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უპირატესობად ჩაითვლება:

** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული) - საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობისთვის
** ავეჯის ან ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** დიზაინის ტენდენციების ცოდნა
** საწარმოო პროცესების გაგება
** B2B გაყიდვების გამოცდილება

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: jobs@skami.com.ge

ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "შოურუმის კონსულტანტი"

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შპს "სკამი" არის თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, მონდომებას და განვითარების სურვილს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე