დასახელება:
ხორცის განყოფილების კონსულტანტი/ყასბის დამხმარე
|
მომწოდებელი:
თურსა
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
"სუპერმარკეტი თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ხორცის განყოფილების კონსულტანტი/ყასბის დამხმარე.
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
ძირითადი მოვალეობები:
** შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება;
** ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
** დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
** ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება;
** ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** სისწრაფე, ენერგიულობა;
** შესაძლებელია საქმის ადგილზე შესწავლა.
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, ყოველ მეორე დღეს ან 7 საათიანი გრაფიკით.
** ანაზღაურება: 1100-1500 ლარი. (გამოცდილების შესაბამისად).
** + ჯანმრთელობის დაზღვევა და მეცამეტე ხელფასი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე Hr@tursa.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ყასბის დამხმარე", ან დაგვიკავშირდით: 577268458
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
|
|
|
|