Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ასორტი ვერე
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
კომპანია "ასორტი ვერე" 2007 წლიდან წარმატებით ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს უმაღლეს ხარისხს სთავაზობს. კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მაღალი ხარისხი, მრავალფეროვნება და განვითარებაზე ზრუნვა.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ წარმატებული გუნდის, მუდმივად მზარდი კომპანიის წევრი, მაშინ დროა შემოგვიერთდეთ.

კომპანია "ასორტი ვერე" აცხადებს ვაკანსიას ღამის კონდიტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წმ. მოწამე ვასილისკოს 12.

ძირითადი ფუნქციები:

** მშრალი ნამცხვრების ტექნოლოგიური ბარათის მიხედვით მომზადება, რაც თავის თავში მოიცავს აღნიშნული საკონდიტრო ნაწარმის მომზადების სრულ პროცესს - ცომის მომზადებიდან დაწყებული საკონდიტრო ნაწარმის გაფორმებით დასრულებული;
** მშრალი ნამცხვრების დამზადების პროცესში რესურსების ეფექტიანად გადანაწილება;
** მშრალი ნამცხვრების ხარისხიანობის უზრუნველყოფა;
** მშრალი ნამცხვრების მომზადების პროცესში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მთავარი კონდიტერის ინფორმირება, მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრაზე მუშაობა;
** საკონდიტრო ნაწარმის წარმოების პროცესში სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და HACCP-ის სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენით უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტ (ებ)ის დამუშავება, არაუმეტეს 3 წლის ვადით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისი მონაცემების ჩვენთვის მოწოდებაზე მისგან სათანადო წესით თანხმობის მოპოვების ვალდებულება გეკისრებათ თქვენ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruitment@assorti.ge, წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ღამის კონდიტერი.

გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე