Робота для біженців з України
უსაფრთხოების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: პრემიუმ მეტროპოლ ინკ
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
"Premium Metropol" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე.

მისამართი: ბათუმი, შარტავას ქ. № 9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეასრულოს დამსაქმებლის სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები;
** საჭიროებიდან გამომდინარე სამშენებლო ობიექტებზე შესაბამისი პერიოდულობით მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები;
** მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი პერიოდულობით უზრუნველყოს დასაქმებულების სწავლება, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების და თანამშრომელთა ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოს მოქმედი საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ხაზით დოკუმენტაციების შემოწმება- მოწესრიგება;
** საჭიროებიდან გამომდინარე გაწიოს კონსულტაციები სამშენებლო ობიექტის ცალკეულ უბნებზე განსაკუთრებით საშიში ზონების დადგენისათვის, სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა სიმაღლიდან ვარდნის საშიშროების განსაზღვრაზე, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენების თავისებურებაზე, პროფესიული რისკების და მავნე საწარმოო ფაქტორების გამოვლენასა და მათგან დაცვის მექანიზმებზე;
** საჭიროებიდან გამომდინარე განახორციელოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა, პერსონალისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზება;
** პერიოდულად განახორციელოს კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე მომუშავეების მიერ უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგი;
** გაუფრთხილდეს რეპუტაციას და დაიცვას კონფიდენციალურობა;
** განახორციელოს უსაფრთხოების ჟურნალის წარმოება;
** განახორციელოს უსაფრთხოების აქტების მომზადება;
** უზრუნველყოს სამშენებლო ობიექტებზე თანამშრომელთა, ვიზიტორთა და კონტრაქტორთა მიერ უსაფრთხოების წესების დაცვა და კონტროლი;
** განახორციელოს უსაფრთხოების დარღვევის შესახებ აქტების დაფიქსირება და რეაგირება;
** განახორციელოს უსაფრთხოების წესების სიახლეების დროული გაცნობა და შესაბამისი ცვლილებების მომზადება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 09:00 -18:00 (13:00-14:00 შესვენება)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე infopmi@metropol.ge (გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 96 92 22
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე