Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=658624&print=yes&view=jobs
 
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური მოდელების, საოპერაციო ანალიტიკური რეპორტების და პროგნოზირებული ფინანსური უწყისების მომზადებაში მონაწილეობა.
** ფინანსური უწყისების, საოპერაციო რეპორტების და მათი ცალკეული ელემენტების ანალიზი და ტენდენციების განსაზღვრა.
** საოპერაციო ანალიტიკისა და სხვა კონკრეტული საკითხების ფინანსური შესწავლისათვის ინფორმაციის მოძიება, შეჯამება, ფინანსური/სტატისტიკური დამუშავება.
** დასაგეგმი პროექტების ბიზნეს-გეგმებისა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებისთვის ინფორმაციის მოძიება, შეჯამება, ფინანსური/სტატისტიკური დამუშავება;
** ბანკთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების განხორციელება და

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში;
** ფინანსური ან საოპერაციო რეპორტების მომზადების გამოცდილება ERP სისტემაში (მაგ. 1C) ან BI ინსტრუმენტებში (Power BI, Tableau და სხვ.);
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** MS Excel-ის (მათ შორის Pivot Table, ფორმულები, მონაცემთა ანალიზის ინსტრუმენტები) და PowerPoint-ის კარგი ცოდნა;
** ფინანსური ბუღალტერიისა და რეპორტინგის საბაზისო ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისადა მიკრო/მაკრო ეკონომიკის საბაზისო ცოდნა;
** სტატისტიკური ანალიზისა და მონაცემთა დამუშავების ტექნიკების ცოდნა (სასურველია შესაბამისი პროგრამების ფლობა - R, Python, SPSS და სხვ.);
** მონაცემების მოძიების, დამუშავების, ფინანსური ანალიზის და ინფორმაციის შეჯამების უნარი.

საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** დროის დაგეგმვის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

კანდიდატურების მიღება იწარმოებს ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ საათებში: 11.00სთ-იდან 15.00სთ-მდე.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 08.09.2025

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/90MiYqwtsG
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია