Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=658549&print=yes&view=jobs
 
ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ნატალი აკადემია
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "Natali Academy" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას 67
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ (1 საათი შესვენება)

პოზიციის მიზანი:

სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების ხარისხის მონიტორინგი, შეფასება და მუდმივი გაუმჯობესება.

ძირითადი მოვალეობები:

** კოლეჯის შიდა სასწავლო და საორგანიზაციო პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და შეფასება.
** ხარისხის უზრუნველყოფის დაგეგმვა და თვითშეფასების პროცესის ორგანიზება.
** სასწავლო პროცესის, სწავლების მეთოდებისა და რესურსების შეფასება და გაუმჯობესების ინიცირება.
** ავტორიზაციისა და შიდა ვერიფიკაციის პროცესების კოორდინირება.
** რეკომენდაციების შემუშავება პროცესების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.
** ანგარიშების მომზადება და წარდგენა.
** ხარისხის უზრუნველყოფის გეგმების შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Word, Excel, Internet).
** კომუნიკაციის, ორგანიზების და ანალიზის უნარები.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და პუნქტუალურობა.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

რეზიუმე გამოაგზავნეთ info@nataliacademy.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია: 577 50 70 23
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია