დასახელება:
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1907
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
"თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** კომპანიისა და შვილობილი ერთეულების ფინანსური ანალიზის განხორციელება, მაკროეკონომიკური და საბაზრო ტენდენციების გათვალისწინებით.
** ახალი პროექტებისა და ინვესტიციების ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის შეფასება (ROI, IRR, NPV და სხვა მაჩვენებლების გათვლით);
** საბიუჯეტო პროცესებში მონაწილეობა: წლიური/კვარტალური ბიუჯეტების მომზადება, ფაქტისა და ბიუჯეტის ანალიზი, გადახრების მიზეზების იდენტიფიცირება;
** რეგულარული ფინანსური რეპორტების მომზადება (P&L, ბალანსი, Cash Flow) IFRS/GAAP სტანდარტების შესაბამისად;
** დეტალური ფინანსური მოდელების შექმნა და სენსიტიურობის ანალიზი;
** მენეჯმენტისა და ინვესტორებისთვის ანალიტიკური რეპორტებისა და პრეზენტაციების მომზადება;
** ფინანსური ანალიტიკის შიდა პროცესებისა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესება.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები /ბიზნეს ადმინისტრირება /ეკონომიკური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** CFA სერტიფიკატი (მინიმუმ Level 2 წარმატებით გავლილი);
** ფინანსური ანალიტიკის, ინვესტიციების ან კორპორაციული ფინანსების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური და რაოდენობრივი უნარები, Excel-ისა და ფინანსური მოდელირების მაღალი დონის ცოდნა;
** BI სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|