დასახელება:
შრომის უსაფრთხ., ინფრასტრუქტურის და ლოჯისტიკის უმცროსი სპეც.
|
მომწოდებელი:
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური პერსონალით.
დასახელება: შრომის უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.ასათიანის ქუჩა N9
გამოქვეყნდა: 15/08/2025
ბოლო ვადა: 28/08/2025
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
მოვალეობები:
საქონლის მიღება და შემოწმება:
** მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება სატრანსპორტო დოკუმენტაციის მიხედვით.
** დაზიანებების, დეფექტების ან შეუსაბამობების დაფიქსირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
საქონლის განთავსება და შენახვა:
** საქონლის შესაბამის ზონაში განთავსება საწყობის გეგმის მიხედვით.
** შენახვის პირობების დაცვა (ტემპერატურა, ტენიანობა, უსაფრთხოება).
გაცემისა და დატვირთვის პროცესები:
** შეკვეთების კომპლექტაცია და გასაცემი პროდუქციის დოკუმენტაციის მომზადება.
** დატვირთვის პროცესის კონტროლი, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ან უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება, სასურველია საწყობის ან ლოჯისტიკის სფეროში;
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ.ფოსტაზე: teacheishvili555@yahoo.com
|
|
|
|